„მტკვარი ჰესზე“ 9.6 კმ-ის სიგრძის გვირაბის ექსკავაცია (ამოღება) დასრულდა. ეს მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის ორგანიზატორიც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია „ფერი“ იყო, ელექტრონის სადენებით განხორციელდა.
სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ "ელექტრონი" იღებს ისეთ მასშტაბურ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობას, როგორიც რიკოთის უღელტეხილზე ოთხზოლიანი გზის მშენებლობაა. მოგეხსენებათ, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წარადგინა პროექტი, რომლის დასრულებასაც 2023 წლისთვის ვარაუდობენ. ეს პროექტი მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის მოიცავს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის საკმაოდ დიდ ნაწილს. აღსანიშნავია, რომ რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.
ჩვენი სადენები ასევე გამოყენებულია დაშბაშის კანიონის პროექტში.